აჭარის კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დასრულდა

აჭარის კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დასრულდა. შემაჯამებელი შეხვედრა ამჯერად ბათუმში, საკანონმდებლო ორგანოს ახალ შენობაში გაიმართა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, კომისიაში შემავალი ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მისი მიღების წინაპირობებზე, დადებით და ნაკლოვან მხარეებზე ისაუბრეს და მუნიციპალიტეტებში გამართული შეხვედრები შეაჯამეს.

„საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში 6 შეხვედრა ჩავატარეთ ჩვენი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. ეს ჩვენი რეგლამენტის მოთხოვნაა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი იქნება დაინტერესება, მზად ვართ, შევიკრიბოთ და კიდევ ერთხელ განვმარტოთ, თუ რას ითვალისწინებს ახალი საარჩევნო სისტემა“, - განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

პარიტეტულ პრინციპებზე შექმნილი საორგანიზაციო კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს საკონსტიტუციო ცვლილებები და მუნიციპალიტეტებში გამართული შეხვედრები.

მათი განცხადებით, საარჩევნო რეფორმა ძალიან დიდი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და იმედი გამოთქვეს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენცია დამკვიდრდება.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვა ამიერიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო