ირაკლი ღარიბაშვილმა „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2019“ გახსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2019“ გახსნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე და კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კიბერუსაფრთხოება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი და ეროვნული დონის პრიორიტეტია.

საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე, კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და კიბერინციდენტებზე რეაგირების ეფექტიანობის გაზრდის გზებზე მსჯელობენ.

„ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2019“ სსიპ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში იმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა