ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლითაც 2000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ქვედა და ზედა საქარის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას უტარდება.

მათივე ინფორმაციით, პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 239179 ლარია.

გზის მოწყობის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, ვიცე მერმა, დავით მაღრაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და საგზაო კომპანიის წარმომადგენლებისგან ინფორმაცია ადგილზე მიიღეს.

„ქვედა საქარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია თავისი მასშტაბებით მნიშვნელოვანი პროექტია. აღნიშნული გზის მონაკვეთი ორ სოფელს, ქვედა და ზედა საქარას აკავშირებს ერთმანეთთან. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 2000 - ზე მეტი ადამიანი შეძლებს“, - განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

გზის ზედაპირის აღდგენა პროექტის მიხედვით ბეტონის საფარით მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ალპედე“ ახორციელებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ