პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ტრენერთა ტრენინგი ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი საქართველოს გაეროს ასოციაციისა და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ (CCIIR) მხარდაჭერით უკვე მეორე წელია იმართება. ორი დღის განმავლობაში ეთნიკურად სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ახალგაზრდებისაგან შემდგარი ჯგუფი „1+4 სტაჟირების“ პროგრამების, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესახებ ტრენინგს გაივლის.

ტრენინგი ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ დირექტორმა ლაშა ჯუღელმა გახსნა.

ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მიმართა და პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„პროექტი რომელიც დღეს დაიწყო და რომელიც ემსახურება პროფესიულ და უმაღლესი განათლების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდას, უაღრესად მნიშვნელოვანია. გასული წლების გამოცდილებიდან კარგად გამოჩნდა, რომ როდესაც ახალგაზრდები თავის თანატოლებს თავად აწვდიან ინფორმაციას განათლების შესაძლებლობების შესახებ, არის ძალიან ეფექტური და შედეგებიც სახეზეა“, - აღნიშნა ლია გიგაურმა.

კურსის გავლის შემდეგ, ტრენინგის მონაწილეები ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში აბიტურიენტებს და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს 1+4 პროგრამებისა და პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციას უშუალოდ მიაწვდიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა