თორნიკე რიჟვაძე - ფეხბურთი აჭარაში განვითარების ახალ საფეხურზე გადავა

აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიას და ბათუმის დინამოს სპონსორს შორის ფეხბურთის განვითარების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

ანგისის საფეხბურთო ბაზაზე ეროვნული ლიგის სეზონის მთავარი მატჩის დაწყებამდე საზეიმო ცერემონიალი მოეწყო. ხელი მოეწერა ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიას და ბათუმის დინამოს სპონსორს შორის, რომელიც მიზნად ისახავს ფეხბურთის განვითარებას აჭარაში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას.

მემორანდუმს ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და კომპანია „ლამინის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ ბერიძემ მოაწერეს.

„დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ფეხბურთი ჩვენს რეგიონში და მთლიანად ჩვენს ქვეყანაში ახალ ეტაპზე, განვითარების ახალ საფეხურზე გადავა,“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ინვესტორი მიზნად ისახავს უზრუნველყოს შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა/განვითარება, რაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტის მოედნების, ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის, სავარჯიშო დარბაზების, საკონფერენციო დარბაზის, ღია აუზის, კვების ობიექტის და სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობას.

აღსანიშნავია, რომ ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა, აჭარის მთავრობა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია დაინტერესებულია სპორტის სფეროში ინვესტიციების მოზიდვით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით და რეგიონში საფეხბურთო ტრადიციის აღდგენით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა