საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობები საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმირებაში დაეხმარებიან

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ევროპისა და აზიის განყოფილების დირექტორმა შტეფან ოპიცმა, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა სესილი კოპრიემ ხელი სასესხო ხელშეკრულებებს მოაწერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ხელმოწერილია 60-60 მილიონ ევროიანი ორი სასესხო ხელშეკრულება.

„საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმისთვის: სასესხო ხელშეკრულება „ენერგეტიკის სექტორის რეფორმა - მეორე ფაზა“ (PBL) – 60 მილიონი ევრო. (KfW) სასესხო ხელშეკრულება „ენერგეტიკის სექტორის რეფორმა - მეორე ფაზა“ (PBL) – 60 მილიონი ევრო. (AFD) KfW და AFD მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ რეფორმებს, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებასა და ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ოთხწლიანია, რომელზეც 2018 წლის 14 მაისს, საქართველოს მთავრობას, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის, ხელი მოეწერა განზრახულობათა დეკლარაციას (გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან). პროგრამის ფარგლებში, 2018 წელს ჩამოირიცხა KFW - 49 მილიონი ევრო და AFD - 25 მილიონი ევრო სესხების სახით. ამასთან, პროგრამაში ევროკავშირის კონტრიბუცია შეადგენს 8,44 მილიონ ევროს გრანტის სახით“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალს მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი ტომას ბარაისი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა