დევნილი არსენ მატარაძე ხობის პოლიციის უფროსს ზეწოლაში ადანაშაულებს

დევნილი არსენ მატარაძე ხობის პოლიციის უფროსს ზეწოლაში ადანაშაულებს

ფოთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი არსენა მატარაძე ხობის პოლიციის უფროსს ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, პოლიციის უფროსი იმ დანაშაულის აღიარებს აიძულებდა, რაც არ ჩაუდენია. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და შემდეგ პოლოციაში გადაიყვანეს. მატარაძე ამტკიცებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა და სიამართლის დასადგენად ბრძოლას აპირებს.

,ჩემთან მოვიდა დაახლოებით 5 პოლიციელი, მითხრეს , რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ, აზრზე არ ვიყავი, რა უნდოდათ. წინააღმდეგობა არ გამიწევია, ჩხრეკის ორდერი არ წარუდგენიათ. მეც გამჩრიკეს, ჩემი ავტომანქანაც და მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი მათ. მითხრეს, წამობრძანდით, ხობის პოლიციაში უნდა წაგიყვანოთ, თქვენი ნახვა ხობის პოლიციის უფროსს უნდაო. დანაშაული არ მქონდა ჩადენილი და არც შემშინებია. იქ მისულებს პოლიციის უფროსმა მკითხა, ხომ იცი რაც მოხდაო, მე არაფერი ვიცოდი, საქონელი მოიპარეს და შენ თავზე უნდა აიღო, მე ყველაფერში დაგეხმარებიო. სამ-ოთხ დღეში გარეთ გამოგიყვან და ჩვეულებრივად გააგრძელებ მერე მუშაობაო. რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი, რაც არ გამიკეთებია, საკუთარ თავზე ვერ ავიღებდი. ის კი დამემუქრა, უცენზურო სიტყვებით მომმართა. გადამიყვენეს ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში, გაიმართა სასამართლო პროცესი და 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამათავისუფლეს. ეს თანხა არ მაქვს და ვერ გადავიხდი.ა მ საქმეს ასე რ დავტოვებ, წინ ერთი თვე მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად. უდანაშაულო ვარ,"-აცხადებს არსენა მატარაძე.

შსს-ში აცხადებენ, რომ 22 სექტემბერს ხობის პოლიციაში დაიწყო გამოძიება ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის პირუტყვის ქურდობის ფაქტზე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით. უწყების ცნობით, 23 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, 1986 წელს დაბადებული ა.მ.( არსენ მატარაძე). ის არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს. 25 სექტემბრის, განჩინებით ფოთის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობა და ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით 10000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. ქურდობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გარდ, ა 27 სექტემბერს ხობის პოლიციამ ასევე დაიწყო გამოძიება ბრალდებულ ა.მ.-ს მიერ მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე. გამოძიება სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება.