ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის სამინისტროდან ათეულობით თანამშრომელი გაუშვეს - ხალხი, რომელზედაც იდგა სამინისტრო წლების განმავლობაში

ჯანდაცვის სამინისტროდან ათეულობით თანამშრომელი გაუშვეს, ხალხი, რომელზედაც იდგა სამინისტრო წლების განმავლობაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„იმის გამო, რომ ყველაზე მეტი შეხება აქვს მოქალაქესთან, ბუნებრივია, უკმაყოფილებაც ყველაზე მეტი ამ სამინისტროზე მოდის. ვიდრე მივიდოდი, უფრო ძვირი მესმოდა სამინისტროზე, ვიდრე კარგი. მახსოვს, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ჯანდაცვის სამინისტროს საშუალო რგოლის პროფესიონალიზმითა და კვალიფიკაციით. როგორ გამოიყენებ ამ ადამიანებს, ეს პოლიტიკური ხელმძღვანელობის უნარიანობის საკითხია. მე მგონი, უზარმაზარი "ინსტიტუციური მეხსიერების" ასე ხელაღებით წაშლა ძალიან სარისკო ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, სამინისტროდან გათავისუფლებული ადამიანები თავის გზას იპოვნიან, მაგრამ კვალიფიციური კადრი ერთ დღეში არ იბადება. მადლობა ყველას, ვინც წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურა თავის საქმეს და ახლა, სავარაუდოდ, მადლობის უთქმელად გაუშვეს სახლში.

P.S. "ევროპული საქართველო" ბიუროკრატიის შეკვეცის მომხრეა, მაგრამ სახელმწოფო აპარატში "შეყრილი" "ქართული ოცნების" აქტივის შეკვეცისა და არა იმ ადამიანების სამსახურიდან გაშვების, ვისზედაც დგას სახელმწიფო პროგრამების მართვა“, - წერს ჭიაბერაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა