ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესახლებული 22 ოჯახი შენობის დაკანონებას ითხოვს

ბათუმში, ტბეთის 12 ნომერში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნის ყოფილ შენობაში, 2013 წელს თვითნებურად შესახლებული 22 ოჯახი შენობის დაკანონებას ითხოვს.

მათ ამ მოთხოვნით აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობას შენობის დაკანონების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უარი უთხრეს.

მათი თქმით, აჭარის მთავრობაში განუმარტეს, რომ შენობა დატოვონ და იმ მუნიიპალიტეტებში დაბრუნდნენ, სადაც თავდაპირველად ცხოვრობდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი შუახევიდან, ხულოდან და ქედიდან ეკომიგრანტები არიან, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები არ გააჩნიათ.

მათი თქმთ, ტბეთის 12 ნომერში მრავალშვილიანები და სოციალურად დაუცველები არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ. აქციაზე უფლებადამცველი თამა ბაკურიძე იმყოფებოდა.

როგორც მან განაცხადა, თუ აჭარის მთავრობა მოქლაქეების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, აქციებს აანონსებენ.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს