სურამში, გოგებაშვილის ქუჩაზე  წყლის მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია

სურამში, გოგებაშვილის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტორდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაბა სურამში, გოგებაშვილის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანებულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები დღის პირველ ნახევარში დაასრულა.

„განცხადება აღნიშნული დაზიანების შესახებ კომპანიის ცხელ ხაზზე შემოვიდა და კომპანიის ტექნიკური ჯგუფი შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათში გავიდა. შემოწმების შედეგად ქსელის დაზიანება დაბა სურამის რამდენიმე მონაკვეთზე აღმოჩნდა. მილის რეაბილიტაცია და შეკეთება გარკვეულ დროს მოითხოვდა. სამუშაოების დასრულების შედეგად, ამ დროისთვის სისტემა გამართულად ფუნქციონირებს და სრულად აღდგენილია,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა