გიგი წერეთელი - გერმანიის პრეზიდენტს აქვს საკმაოდ კარგი კავშირები რუსეთთან და ეს უნდა იყოს გამოყენებული, რომ რუსეთის პოზიცია იყოს შეცვლილი

„ვფიქრობ, ეს ვიზიტი და ზოგადად, ამ ტიპის ვიზიტები უკეთესად უნდა იყოს გამოყენებული“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მან ისაუბრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტზე საქართველოში.

„გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გერმანია არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ევროპაში, საქართველოს მართლაც ძალიან დიდი ხნის და მნიშვნელოვანი პარტნიორი. შტაინმაიერი ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, იყო ეუთო-ს თავმჯდომარე, ძალიან კარგად იცის კონფლიქტების თემა. ვფიქრობ, ეს ვიზიტი და ზოგადად, ამ ტიპის ვიზიტები უნდა იყოს გამოყენებული უკეთესად, კარგად, პირველ რიგში იმისთვის, რომ ის პროცესი, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს - ოკუპაციის, „ბორდერიზაციის“, ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დარღვევის, რაღაცნაირად იყოს შეჩერებული და რუსეთის პასუხისმგებლობა დღის წესრიგში ძალიან მაღალ დონეზე იყოს დაყენებული“, - აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა.

მისივე თქმით, გერმანიის პრეზიდენტს შესწევს ძალა, წვლილი შეიტანოს რუსეთის ფედერაციის მოქმედებების შეცვლაში.

„შარშან შტაინმაიერთან შეხვედრა მქონდა ბერლინში, ძალიან კარგად ვიცი მისი მოსაზრებები. ის ჩართულია უკრაინის საკითხებში და ზოგადად კონფლიქტების თემაში, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რუსეთის პოზიცია. სწორედ გერმანიის პრეზიდენტს აქვს საკმაოდ კარგი კავშირები რუსეთთან და ეს უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ რუსეთის პოზიცია იყოს შეცვლილი, რუსეთმა შეცვალოს თავისი მოქმედებები და ის სტრატეგია, რომელიც აქვს საქართველოში თუ უკრაინაში. ეს არის ალბათ, მნიშვნელოვანი მიზანი ჩვენი დიპლომატიური კორპუსის“, - განაცხადა წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა