ანონსი  9 ოქტომბერი

9 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

9 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საია №13 ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც ქვეყნის 5 სასამართლოში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი) დაკვირვების შედეგად გამოვლენილ ტენდენციებს ასახავს.

მის: სასტუმრო „მოქსი თბილისი“ ზაარბრიუკენის მოედანი

9 ოქტომბერს, 10:15 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, „ნატოს დღეები 2019“-ის ფარგლებში პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ სამდღიანი სემინარი იწყება.

სემინარს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის სოციალური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თამარ სირბილაძე გახსნიან.

მის: შალვა დადიანის ქ. 2/1, II სართული, შოთა რუსთაველის დარბაზი

საკონტაქტო: სოფო ქემაშვილი - 595 707 222

9 ოქტომბერს, 10:30 საათზე "2020NEWS"-ის პრესკლუბში, ექსპერტ ნიკა ჩიტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა გასაუბრების პროცესი; კითხვის ნიშნები მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის დიპლომში; "ქართული ოცნების" შვიდწლიანი მმართველობა.

მის: პეკინის ქ #34; საკონტაქტო : 514-33-49-49

9 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმროში „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“ ევროპის საბჭო წარადგენს კვლევას „სასამართლო შენობების მისაწვდომობის შეფასება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა.

პრეზენტაციას გახსნიან გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, მზია თოდუა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში.

ღონისძიებას დაესწრებიან სასამართლოს, ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

საკონქატო : ნათია ქანთარია - 555 633 543

9 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ISUZU-ს მარკის ახალ, 8-მეტრიან ავტობუსებს წარადგენს.

მის: ევროპის მოედანი

საკონტაქტო პირი: ლანა ქარდავა 577 15 85 72

9 ოქტომბერს, 11:00 საათზე, რუსთავის სასამართლო 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს.

9 ოქტომბერს, 11.00 საათზე, ’’ევროპული საქართველოს’’ წევრი სერგო რატიანი გლდანის ციხეში 20 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ პატიმრებს მოინახულებს.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

9 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლი 13 წლის გოგონას დედა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სასიკვდილო თამაში სხეულის დაზიანებით იწყება და შენობიდან გადმოხტომით მთავრდება - როგორ მოვახდინოთ „ლურჯი ვეშაპის“ იდენტიფიცირება, დამახასიათებელი ნიშნები მორიგი მსხვერპლის საპრევენცოდ - მიმართვა მშობლებსა და მოზარდებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

9 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის, ვასო ურუშაძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: შავად მბოლავი ავტომობილები ტექდათვალიერების რეფორმის ფონზე - მავნე გამონაბოლქვის შესამცირებლად მძღოლებზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნა. რეფორმა ჩავარდნის პირას - რა ნაბიჯები უნდა გადადგეს სახელმწიფომ პრობლემის აღმოსაფხვრელად. საწვავის როლი ჰაერის დაბინძურებაში.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო : 593 53 45 24

9 ოქტომბერს, 11.00 საათზე, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე ბრიფინგს გამართავს.

მის.: უზნაძის 52

9 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული დადგენილების გასაცნობად, რომლის მიხედვით, ის დაზარალებულად სცნეს.

9 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნელი კორკოტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: შავად მბოლავი ავტომობილები ტექდათვალიერების რეფორმის ფონზე - მძღოლებზე კონტროლი გამკაცრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები და საპილოტე პროექტი. დიზელის საწვავის ხარისხის შემოწმების პროცესი.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებთან და პრაქტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი ზეპირ მოსმენას გამართავს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული, ოთახი)

9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის (ნააკ-ის) ფარგლებში წარმოებული თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში (მეორე, დასკვნითი შეხვედრა) გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

9 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

9 ოქტომბერს 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების 2

9 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

9 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

9 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

9 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმში ჩატარდება პრეს-ტური მედიის წარმომადგენლებისათვის, რომლების დაინტერესებულები არიან "ანტიკური რომის ფერები. მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან” ექსპოზიციის გაშუქებითა და გამოფენის ოფიციალური გახსნით, რომელიც დაგეგმილია 9 ოქტომბერს, 18:30 საათზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა