დავით მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ამ საქმესთან კავშირი არ აქვს - ძალიან ბევრი ალიბი გვაქვს

რუსთავში 35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთის, გიორგი ასათიანის ადვოკატი, იოსებ ხარატიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნულ მკვლელობასთან კავშირი არ აქვს. ხარატიშვილი ასევე იცავს ძებნაში მყოფ ზურაბ ჯღარკავასაც.

„ჩვენებები ერთმანეთის იდენტური არ არის, ისინი სხვადასხვა რამეს ჰყვებიან. ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს მკვლელობა პოლიციელებმა 4 000 ლარად, „ქურდული სამყაროს“ წევრების დაკვეთით დაგეგმეს. ბრალდებულის ჩვენების საფუძველზე არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებული. იმ კაცის ჩვენებას, რომელსაც საფრთხე ემუქრება, არ შეიძლება დავეყრდნოთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ამ საქმესთან არანაირი კავშირი აქვს. როცა მან გაიგო, რომ ეს ამბავი მოხდა, ქორწილში იყო, დაჯდა მანქანაში და წამოვიდა თბილისში. ძალიან ბევრი ალიბი გვაქვს. ის თურქეთში არ წასულა. თუ მან ეს დანაშაული ჩაიდინა და გაიგო, რომ ეს საქმე „გასკდა", რატომ არ გაიქცა?", - განაცხადა ხარატიშვილმა.

რაც შეეხება ძებნაში მყოფ ზურაბ ჯღარკავას, როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს, მსგავს სიტუაციაში არც ის გამოცხადდებოდა.

„როცა გაიგო, რომ სხვები დააკავეს, მის ადგილას მეც არ გამოვცხადდებოდი, სიტუაციის ბოლომდე გარკვევას დაველოდებოდი", - განაცხადა ხარატიშვილმა.

ამ წუთებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოში დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. დაკავებულების ადვოკატები მათი გირაოს სანაცვლოდ გათავოსუფლების შუამდგომლობას დააყენებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა