გიგა ბოკერია შალვა თადუმაძეს - დღეს ნამეცადინები მოხვედით?

დღეს მოხვედით ნამეცადინები? - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიაუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და მოქმედ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს.

დეპუტატმა მას იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს ნათქვამი მისივე ფრაზა გაახსენა - „თქვენ ხომ არ გგონიათ რომ აქ ნამეცადინები მოვდივარ?“.

„გავიგეთ, რომ არ გაგიმართლათ და ასეთ საოცარ უნივერსიტეტში სწავლობდით, რომელიც თვითონვე აყალბებდა თავისივე დოკუმენტებს, თქვენ კი არა ის,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მან ასევე სამი კურსელის დასახელება სთხოვა შალვა თადუმაძეს, მოგვიანებით კი 3 ლექტორის. ორივე შემთხვევაში შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ 10 სახელის და გვარის დასახელება შეუძლია, თუმცა, მათგან ამის ნებართვა არ აუღია და ვერ დაასახელებს.

„შალვა თადუმაძის კურსელობა გამამტყუნებელი განაჩენია? კურსელების დასახელება ყოფილა მათი შეურაცხყოფა, ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია და გსურთ, კითხვები მოიხსნას და სამ კურსელს ვერ პოულობთ, რომ საზოგადოებას უთხრათ, გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ ერთად სწავლობდით,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია დაინტერესდა, შალვა თადუმაძეს მისი დიპლომის ინგლისური ტექსტი თუ აქვს წაკითხული და განაცხადა, რომ 20 სიტყვაში 10 შეცდომაა დაშვებული.

„ეს თქვენი სასწავლო ბიოგრაფია ოსტაპ ბენდერის ბიოგრაფიასავით იდუმალებით არის მოცული. იმ სამოქალაქო ჯგუფებმა, ვინც ამ ინფორმაციის მოპოვებით იყვნენ დაინტერესებულნი, ჯერ მიმართეს მთავრობის ადმინისტრაციას და იცით რა პასუხი მიიღეს? - პერსონალური მონაცემებია და ვერ მოგცემთო. მერე მიმართეს გენერალურ პროკურატურას და იცით რა პასუხი მიიღეს? პროკურატურა არ მონაწილეობს გენერალური პროკურორის შერჩევაშიო, ამიტომ არ მოგცემთ მის დიპლომსო, მერე მიმართეს იუსიტიციის სამინისტროს, რომელმაც საერთოდ არ გასცა პასუხი, ადვოკატთა ასოციაციამ უთხრა, ჩვენთან ძველი დოკუმენტები ნადგურდება და იმიტომ არ გვაქვსო,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შალვა თადუმაძის თქმით, კი ბოკერია არასწორ და ინტერპრეტირებულ ინფორმაციას ავრცელებს, რაზეც ბოკერიამ თადუმაძეს ურჩია, მასთან პოლიტიკურ დებატებში ნუ შევა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა