ბათუმს ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის შვილი სტუმრობს

ბათუმს ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის ვაჟი სტუმრობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯონ სიმენონმა, რომელიც ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფება, დღეს ძველ ბათუმში ის ადგილები მოინახულა, რომელიც ბათუმზე დაწერილ ჯორჟ სიმენონის ნოველაშია აღწერილი.

„ჟორჟ სიმენონი ბათუმში 1933 წელს შავი ზღვის გარშემო საკრუიზო მოგზაურობის დროს გაჩერებულა, სწორედ ამის შემდეგ გამხდარა ბათუმი მისი ერთ-ერთი ადრეული ნოველის ,,ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ მოქმედების ადგილი.

ჯონ სიმენონის ბათუმში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ნოველის ქართულად თარგმანის, სიმენონის ფონდში დაცული ბათუმის ფოტოარქივის გამოფენისა და ბათუმის ბულვარში სიმენონის ძეგლის შესაძლო დადგმასთან დაკავშირებით. ცნობილი მწერლის შვილი ბათუმში 11 ოქტომბრამდე დარჩება, გაეცნობა აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს და საქმიან შეხვედრებს გამართავს მთავრობისა და თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან.

ცნობილი ბელგიელი მწერალი ჟორჟ სიმენონი ვალონიის რეგიონის, ქალაქ ლიეჟში დაიბადა. ის 200-მდე რომანისა და ნოველის ავტორი გახლავთ, რომლის შემოქმედებაც 550 მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდა და 47 ენაზეა თარგმნილი. მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა რომანების სერიამ, რომლის მთავარი გმირიც ფრანგი კომისარი მეგრეა.

რაც შეეხება ნოველას, რომლის ინსპირაციის წყაროც ბათუმია, მოქმედება საბჭოთა კავშირის დროინდელ ბათუმში მიმდინარეობს. მისი მთავარი გმირი თურქი კონსულია და ნოველაში მისი გადმოსახედიდან დანახული საპორტო ქალაქია აღწერილი, ნავთობმაგნატების, დიპლომატიური მისიებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების პერსონაჟებით. ნოველაში აღწერილი მთავარი ადგილი, ყოფილი თურქეთის საკონსულოს ოფისის ძირითადი საცავი, დღესაც მდებარეობს მ. აბაშიძის ქუჩაზე, რომელიც ამჟამად საკონსულო რეზიდენციის შენობაშია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო