აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნება - აჭარის" თავმჯდომარის დავით ბაციკაძისა და დამოუკიდებელი დეპუტატის, პეტრე ზამბახიძის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოს წევრები ევროპის რეგიონებისა და ქალაქების კვირეულში მონაწილეობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ევროკომისიის მიერ ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში დავით ბაციკაძე სლოვაკეთის პრაშოვის რეგიონის მთავრობის თავმჯდომარეს - მილან მაერსკასა და პრაშოველ დეპუტატებს შეხვდა. მხარებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. დავით ბაციკაძემ მილან მაერსკა და სლოვაკი კანონმდებლები, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის სახელით, აჭარაში მოიწვია რეგიონის უკეთ გაცნობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

ფრაქცია „ქართული ოცნება - აჭარის“ თავმჯდომარე, ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდა რონალდ როედლს, რომელიც ევროპის რეგიონების კომიტეტში ავსტრიის შტირიის მიწის წარმომადგენელია. შეხვედრაზე საქართველო-ავსტრიას შორის რეგიონული ურთიერთობების გაღრმავებაზე გამახვილდა ყურადღება

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან