შალვა თადუმაძე - სასამართლო იყო სისტემის ნაწილი და მოსამართლეები გადაწყვეტილებას სერიოზული ზეწოლის ქვეშ იღებდნენ

მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ სასამართლო იყო სისტემის ნაწილი და მოსამართლეები გადაწყვეტილებას იღებდნენ ძალიან სერიოზული ზეწოლის ქვეშ, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

„მე პერსონიფიცირების დოკუმენტი არ მაქვს, თუმცა შემიძლია მოგიყვეთ, როგორ მუშაობდა სისტემა კონკრეტული მაგალითებით, მაგრამ სახელმწიფო სისტემა სასამართლოზე ახორციელებდა ზეწოლას. მე მინახავს მოსამართლეები, რომლებიც სასამართლო დარბაზიდან ალოგიკურ შესვენებებზე გადიოდნენ იმიტომ, რომ მოეკითხათ შემდეგ რას ვშვებითო, მინახავს მოსამართლეები, საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს ნერვიულობის ფონზე. დღეს არსებითად განსხვავებული სახელმწიფოს მიდგომა სასამართლოს მიმართ", -განაცხადა შალვა თადუმაძემ.

დეპუტატ ნინო გოგუაძის კითხვაზე, შეუქმნის თუ არა იმ მოსამართლებთან ერთად სისტემაში ყოფნა დისკომფორტს, რომლებიც წარსულში ზეწოლის ქვეშ იღებდნენ გადაწყვეტილებას, თადუმაძემ უპასუხა, რომ „თუ მათ არ აქვთ დისკომფორტი მე არ მაქვს“.

„ყველა საქმეზე, რომელზეც გამოვდიოდი, უპირატესობა მე მქონდა, მიუხედავად იმისა, როგორი იყო საბოლოო გადაწყვეტილება“, - დასძინა თადუმაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა