შალვა თადუმაძე - პროკურატურა პოლიტიკურ განწყობებზე არ მუშაობს და მომავალ საქმიანობაშიც მაქსიმალურად დამოუკიდებელი ვიქნები

არც ერთ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკურ განწყობებს გავლენა არ მოუხდენია, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა და მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრი დეპუტატის, ნინო გოგუაძის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, რამდენად დამოუკიდებლად გრძნობს თავს მის პროფესიაში, იმ დროს, როცა მისი საქმიანობის დიდი ნაწილი მმართველ გუნდს უკავშირდება.

„შემიძლია ვთქვა თამამად, რომ დღეს მნიშვნელოვან თანამდებობას ვიკავებ და პასუხისმგებელი ვარ ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც წელიწად-ნახევრის განმავლობაში ნებისმიერმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურაში მიიღო და არც ერთი გადაწყვეტილება არ იყო პოლიტიკური ნიშნით. ჩემზე პოლიტიკურ განწყობებს გავლენა არ მოუხდენია. ბუნებრივია, კარგად იცით, რომ პროკურატურა პოლიტიკურ განწყობებზე არ მუშაობს.

მესმის, რომ საკმაოდ სერიოზული კითხვებია პროკურატურის ეფექტურ საქმიანობასთან დაკავშირებით, არის პრობლემები, ბუნებრივია, მაგრამ ის, რომ პროკურატურა მოქცეულია პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, ასეთი შემთხვევა არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ საქმიანობაშიც, მაქსიმალურად დამოუკიდებელი ვიქნები“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა