ქართული ღვინო სან-სებასტიანის გასტრონომიულ გამოფენაზე იყო წარდგენილი

ქართული ღვინო ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანის მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე „San Sebastián Gastronomika 2019“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იყო წარმოდგენილი. ესპანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ბასკეთის მთავრობამ გამოფენაზე საქართველოს უსასყიდლოდ გამოუყო სტენდი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, „San Sebastián Gastronomika“ ყოველწლიური ღონისძიებაა და მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბურია მონაწილე ქვეყნებისა და პროფესიონალ დამთვალიერებელთა რაოდენობის მიხედვით. მასზე თავს იყრიან მსოფლიოს წამყვანი შეფ-მზარეულები, კულინარები, ღვინის პროფესიონალები და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები.

„ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, აღნიშნული გამოფენა ერთ-ერთი საინტერესო და პერსპექტიულია და მასში მონაწილოება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას.

ქართული ღვინის დეგუსტაციის პარალელურად, გამოფენის ტერიტორიაზე არსებულ ბასკურ რესტორანში სამი დღის განმავლობაში, თითოეული კულინარიული ღონისძიების წინ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა