გერმანიის ქალაქ ჰალეში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილებმა ცეცხლი ავტომობილიდან გახსნეს და მიიმალნენ.
ინციდენტის თვითმხილველის თქმით, ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სამხედრო უნიფორმა ეცვა და რამოდენიმე იარაღს ატარებდა.
ჰალეს მთავარი სარკინიგზო სადგური გადაკეტილია, სადაც პოლიცია სამძებრო სამუშაოებს ატარებს.