დავით საგანელიძე - „საპარტნიორო ფონდისთვის“ პრიორიტეტულია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გასაძლიერებლად საინვესტიციო პროექტების მომზადება

„საპარტნიორო ფონდისთვის“ პრიორიტეტულია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაძლიერების მიზნით, საინვესტიციო პროექტების მომზადება,- ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ფინანსური ინსტრუმენტის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ გაცნობის მიზნით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, „საპარტნიორო ფონდმა“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ“ დააფუძნეს. მისი მიზანია, საოკუპაციო ხაზების გასწვრივ ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობას, მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, ინდივიდუალური და პარტნიორული ბიზნეს პროექტების განხორციელებას.

„ამ მიმართულებით, „საპარტნიორო ფონდი“ ქმედით ნაბიჯებს დგამს. კერძოდ, „საპარტნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ და „USAID Zrda“ ერთბლივ პროექტს „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ ახორციელებს. გრანტის სახით „USAID Zrda“ 500 000 აშშ დოლარს გამოყოფს, რომლითაც „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულები დაფინანსდებიან. ეს არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 106 სოფელში. ამ გზით, დამწყებ მეწარმეებს შანსი ეძლევათ, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესები წამოიწყონ. „სტარტაპ საქართველოს“ მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საქმიანობას საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, „USAID Zrda“ „საპარტნიორო ფონდისგან“ მიღებულ დაფინანსებას გრანტით გაუორმაგებს. ვფიქრობ, ეს არის ქვეყნის გამთლიანებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რაც საქართველოსთვის და მის ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

კონფერენცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატის ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა