ანონსი 10 ოქტომბერი

10 ოქტომბერს, 09:30 საათზე, საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ორგანიზებით, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“, შეხვედრა გაიმართება.

თემა: ბიზნეს ასოციაციების საქმიანობის თავისებურებანი კონკურენციის სამართლის ჭრილში.

10 ოქტომბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები“ გაიმართება.

კონფერენციას გახსნის საქართველოს ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი.

მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში - კარლ ჰარცელი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში - ლუიზა ვინტონი, და საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი - გიორგი პერტაია.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი 1, თბილისი.

საკონტაქტო: სოფო მაქაცარია, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი GIAC, +995 591 650500

10 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

10 ოქტომბერს, 10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: პავლე ინგოროყვას 7

10 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამართავს საჯარო შეხვედრას თემაზე - „ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანის უფლებები“. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის მონიტორინგის ანგარიში.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი N1.

10 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

მის:გაეროს სახლი ერისთავის ქ. N9

10 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ბიზნესცენტრ „ტერმინალში“, ა(ა)იპ „დედები აზარტული თამაშის წინააღმდეგ“ ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრას გამართავს.

მის: ი. აბაშიძის 34

საკონტაქტო: ნინო წულაძე 593 620 111

10 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე პროცესი გაიმართება.

10 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ადამიანის უფლებათა სახლში აფგან მუხრთალის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციას მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევაც დაესწრება. ის ადვოკატთან ერთად, მუხთარლის საქმეში ახალი გარემოებების შესახებ ისაუბრებს.

მის: აკაკი გახოკიძის 11ა

10 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ღვინის ქარხანა #1-ის სასამართლო პროცესი გაიმართება.

მის.: გრიგოლ რობაქიძის გამზირი, თბილისი 0159

საკონტაქტო: დავით ჯაბაშვილი - 597 719 887

10 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეის“- ის ორგანიზებით, თემაზე „ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა და გამოწვევები“ დისკუსია გაიმართება.

დისკუსიაში სპეციალური სტუმრის სტატუსით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ყოფილი ხელძღვანელი უილიამ ლეჰიუ მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას სამოქალაქო და საჯარო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მკვლევარები დაესწრებიან.

მის: კოსტა ხეთაგუროვის 36

საკონტაქტო: თამარ აბრამიშვილი - 599 92 18 00

10 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ახალი სტატისტიკური პროდუქტის - დემოგრაფიული პორტალის პრეზენტაციას გამართავს.

მის: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (ტექნოპარკი), ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა #7

10 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ფონდის “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორი ირაკლი იზორია განცხადებას გააკეთებს.

თემა: საგზაო უსაფრთხოების პრობლემა და გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები. კანონპროექტი მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დროს, საბავშვო სავარძლების გამოყენების ვალდებულებაზე.

მის.: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

10 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია პროექტის - „მონაცემთა სუბიექტებისა და სხვა აქტორების გაძლიერება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების რეალიზაციისთვის“ ფარგლებში თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.

მის: უნივერსიტეტის ქუჩა N2

10 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

10 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან, გარდაბნის რაიონის აზერბაიჯანელი მოსახლეობის წარმომადგენლები გააპროტესტებენ რუსთავის პროკურატურისა და პოლიციის უკანონო ქმედებებს, ასევე, შეეხებიან დავით გარეჯის პრობლემასაც.

საკონტაქტო: ადვოკატი ილია ლომია - 599 90 04 16

10 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საკანონმდებლო წინადადება მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით. პროპორციული საარჩევნო სისტემა და „ქართული დასის“ პოზიცია. მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

მის.: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

10 ოქტომბერს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მეტყევეებს პროფესიულ დღეს მიულოცავს და მადლობის სიგელებსა და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.

ღონისძიებას სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს, გარემოსდაცვითი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: ბოტანიკურის ქ. N 1, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

10 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბიზნესთან სექტორული შეხვედრების ფარგლებში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებს შეხვდება.

მის: მარშალ გელოვანის 6, ღვინის ეროვნული სააგენტო

10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

10 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებთან და პრაქტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი ზეპირ მოსმენას გამართავს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული)

10 ოქტომბერს, 15:30 საათიდან 18:00 საათამდე, BAG-ის და ICC Georgia-ს მიერ ორგანიზებით მოეწყობა მრგვალი მაგიდის შეხვედრა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს ხელმძღვანელ, სზივა ფილიპისთან.

საკონტაქტო: სოფი ბოკუჩავა, 555124724

მის: BAG-ის ოფისი, 2 გიორგი ლენიძის ქუჩა.

10 ოქტომბერს, 16.00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო მასწავლებლობის მსურველებს უფასოდ მოამზადებს.

მის.: უზნაძის 52

10 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ,,ღია სახლი“ ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველომსვლელობას და გამოფენას გამართავს ქუთაისის მერიის, ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის და “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მხარდაჭერით ქუთაისში აღმაშენებელზე, ასსაფეხურიან კიბესთან.

ველოგარბენის მარშრუტი: აღმაშენებლის გამზირი ას საფეხურიანი კიბე, აღმაშენებლის #12, მოპირდაპირე მხარე, დასასრული ას საფეხურიანი კიბე.

საკონტაქტო პირი: ნინო კილაძე 597 903 555

10 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ფრაქციების - „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, თანდართულ მასალებთან ერთად განხილვა“.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

10 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტფაქტუმის“ წამყვანი გიორგი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივა.

10 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, არასრულწლოვან გერზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული არკადი ძავაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

10 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები ექსპერტებს შეხვდებიან.

თემა: „გამწვანებული ტერიტორიებისთვის „მწვანე ხაზების“ სტატუსის მინიჭების შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით“.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

10 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ქართული ლიტერატურის კლასიკოსის ვაჟა-ფშაველას პოემის „ალუდა ქეთელაურის“ ებრაულ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია.

ღონისძიებას დაესწრებიან თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული საზოგადოება. ღონისძიების ორგანიზატორია თსუ-ს ისრაელის ცენტრი და საქართველოს მწერალთა კავშირი.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი

10 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ბათუმში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 10 მთავარი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, საქართველოს პარლამენტის ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატები ფატი ხალვაში და მუხრან ვახტანგაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზი.

საკონტაქტო პირი - თაკო თაბუკაშვილი 599 741022

10 ოქტომბერს, 19:00 საათზე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ღონისძიება სახელწოდებით „საერთო წარსულით საერთო მომავლისკენ“ გაიმართება.

მის: თავისუფლების მოედანი №2

საკონტაქტო პირი: ხათუნა მაჭავარიანი 599139914

10 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ტერმინალი ვაკეში გაიმართება „ინტერაქტიული სემინარი ჯანსაღ კვებაზე“. ღონისძიება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სახელმწიფო პროგრამის - „ჯანსაღი კვების შესახებ განათლების“ ფარგლებში ტარდება.

მის: ი.აბაშიძის 34/36

საკონტაქტო პირი: მაგდა სარსევანიძე - 599 49 82 82

10 ოქტომბერს, 00:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა უფლებადამცველი ორგანიზაცია" რუსთაველის მეტროსთან გამართავს პერფორმანსს, სადაც პროექტორის საშუალებით ნაჩვენები იქნება ფოტო-ვიდეო მასალა, თუ რა პრობლები შეუქმნა ტაქსის რეგულაციებმა თბილისის მოქალაქეებს.

საკონტაქტო: ირაკლი ბახტაძე 571201510

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა