არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მონტენეგროს პრეზიდენტს მილო ჯიუკანოვიჩს შეხვდა. მთავარი თემები პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები იყო, რომლის შესახებაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და მონტენეგროს პრეზიდენტმა ისაუბრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა მონტენეგროსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით, ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ კარგი პოლიტიკური თანამშრომლობა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების წინაპირობაა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ წვლილზე, რომელიც საქართველოს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში შეაქვს, ასევე, ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის საკვანძო როლს საერთაშორისო მისიებში. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.

„მილო ჯიუკანოვიჩმა აღნიშნა, რომ იგი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს წარმატებებს და მიმდინარე რეფორმებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

მონტენეგროს პრეზიდენტმა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს