სოფელ ლამბალოს სკოლის მე-6 კლასის 7 მოსწავლე, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფელ ლამბალოს სკოლის 7 მოსწავლეს ექიმის დახმარება დასჭირდა. მე-6 კლასის მოსწავლეები, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლნენ.

სკოლის დირექტორის დავით როსტომაშვილის ინფორმაციით, გაკვეთილის დროს, მოზარდები შეუძლოდ გახდნენ, რის გამოც სავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, ყველა მათგანმა სკოლის შენობის გვერდით, სასურსათო მაღაზიაში ნაყიდი საკვები მიღო.

"მასწავლებელმა მითხრა, რომ ცუდად იყვნენ. როგორც გავიგე, ყველა მათგანს სასწავლო დაწესებულების გვერდით მდებარე სასურსათო მაღაზიაში ნაყიდი ლიმონათი დაულევია და ფუნთუშა უჭამია. ამის მერე იგრძნეს თავი შეუძლოდ. გამოვიძახეთ სასწრაფო და სავადმყოფოში გადავიყვანეთ“, - აღნიშნა დავით როსტომაშვილმა.

საგარეჯოს სავადმყოფოს ექიმის თქმით, შვიდივე მოსწავლეს ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. ყველა მათგანი ბინაზე გაწერეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია