წყალტუბოში დევნილებმა აქცია გამართეს

წყალტუბოს სანატორიუმ „აია“-ში, სადაც კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ცხოვრობენ, საპროტესტო აქცია გაიმართა. დევნილების განცხადებით, ისინი უკვე 27 წელია აუტანელ პირობებში ცხოვრობენ და ბინებს ითხოვენ.

მათი თქმით, კორპუსი ძალიან ძველია და საცხოვრებლად უვარგისია, არ აქვთ გათბობა, მოუწესრიგებელია საკანალიზაციო მილები, დაბზარულია კედლები და სანატორიუმში ცხოვრება უსაფრთხო არ არის.

აქციის მონაწილეებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული ლიდერი გოგი წულაია შეუერთდა.

„აქ ცხოვრობს 50-მდე ოჯახი. 27 წელია ისინი გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. ცენტრალურ ხელისუფლებას მივმართავ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მცირეწლოვანი ბავშვები ასეთ პირობებში გყავთ. რას იზამდით? არ დაეხმარებით ამ ადამიანებს და მივმართავ აქციებს, გზის გადაკეტვებს და შიმშილობას “, - აცხადებს გოგი წულაია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა