საქართველოს მომავალ წელს 3 ეკონომიკური ატაშე ეყოლება

საქართველოს მომავალ წელს 3 ეკონომიკური ატაშე ეყოლება,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ განაცხადა.

აღნიშნული საკითხით კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დაინტერესდა, რომელმაც განაცხადა, რომ ატაშეების შერჩევის პროცესი დროში გახანგრძლივდა.

“სხვადასხვა ქვეყანაში გამოცხადებულ 6 პოზიციაზე შემოვიდა 9 განაცხადი. პირველ ეტაპზე შევარჩიეთ 6, საიდანაც დავტოვეთ სამი. პირველ ეკონომიკურ დესპანებს მივავლენთ აშშ-ში, ბელგიასა და აზიაში - პეკინში,"- განაცხადა მიხეილ ნინუამ.

კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭი უყარეს. მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა