სოფლის ტურიზმის ფესტივალი ბათუმში 13-14 ოქტომბერს გაიმართება

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ უამინდობის გამო ერთი დღით გვიან, 13-14 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათივე ცნობით, სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიმართულებით ყველაზე საინტერესო და პოპულარული ფესტივალი წელსაც ტრადიციულად ევროპის მოედანზე ჩატარდება.

„ორი დღით, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით ბათუმის შუაგულში იქნება წარმოდგენილი, რაც საშუალებას მისცემს ფესტივალის სტუმრებს აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. გასული წლისგან განსხვავებით წელს, გაიზარდა ფესტივალის მონაწილეების რაოდენობაც და ისინი გარდა აჭარისა, საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც იქნებიან წარმოდგენილები.

ფესტივალის განმავლობაში, სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად ბენდები „არა“, „SVANSIKH” და „SEASIDE” იზრუნებენ.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.

16:00 – 16:50 - ვოკალური ანსამბლი „ფესვები“ , 16:50 – 17:50 - ვოკალური ანსამბლი „ელესა“ და ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“, 17:50 – 18:30 - აჭარული კერძების პრეზენტაცია-მასტერკლასი, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სპეკტაკლი „წითელქუდა“, 18:30 – 19:10 - სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ქობულეთი“, 19:10 – 19:30 - სახალისო ინტერაქტიული ჯგუფური შეჯიბრება, 19:30 – 21:00 - ბენდი „არა“, 21:00 – 22:30 - ბენდი „Svansikh“.

14 ოქტომბერს კი შემდეგი ანსამბლები და მუსიკალური ჯგუფები წარსდგებიან: 14:00 – 14:30 - ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბერმუხა“, 14:30 – 15:30 - ვოკალური ანსამბლი „ჭვანა“, 15:30 – 16:30 - ლაზური ვოკალური ანსამბლი „ათძალი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოლხა“, 16:30 – 17:00 - ყურძნის დაწურვა საწნახელში, 17:00 – 18:00 - სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“, 18:00 – 19:30 - ბენდი „Seaside”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა