ირმა ინაშვილი გიგა ბოკერიას - ნუ მომისმენთ, საერთოდ არ მაქვს პრეტენზია, რომ დარბაზში დარჩეთ, პოლიტიკიდანაც თუ წახვალთ ციხეში, ძალიან დამავალებთ

„ბატონო გიგა, ნუ მომისმენთ, საერთოდ არ მაქვს პრეტენზია, რომ დარბაზში დარჩეთ. პოლიტიკიდანაც თუ წახვალთ ციხეში, ძალიან დამავალებთ“, - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგა ბოკერიას, რომელმაც ინაშვილის სიტყვით გამოსვლამდე მისი მისამართით გარკვეული რეპლიკა გააჟღერა.

ამის შემდეგ ირმა ინაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს მიმართა, რომ წინა ხელისუფლების დროს, „რეჟიმს მარტო სააკაშვილი და ბოკერია კი არ ქმნიდა, მისნაირი ხალხიც ქმნიდნენ“.

ირმა ინაშვილის თქმით, ნებისმიერი სასამართლო, საკონსტიტუციო იქნება თუ სააპელაციო, თუ სხვა რანგის, მყისიერად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებს და ამისთვის წლები არ უნდა სჭირდებოდეთ.

„თქვენ და არც სხვა კანდიდატურები არ გამოირჩევით. სიმამაცე არ გაქვთ. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი თვისება, რაც თან უნდა ახლდეს მოსამართლის საქმიანობას. ხალხი კვდება და კიდევ ვერ ეღირსა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან კანონი გაძლევთ ამის საშუალებას, რომ გადაწყვეტილება მაშინ გამოიტანოთ, როცა თქვენ გინდათ. ჩვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა, როცა ჩვენს პარტიას შეხება გვქონდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან 2016 წელს, როცა ხმების გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით იყო სარჩელი შემოტანილი. საკონსტიტუციო სასამართლო ახლაც კი გვეუბნებით, რომ კოლეგია თურმე სადღაც ოთახშია გასული ამდენი წლის მერე და გადაწყვეტილებაზე ფიქრობს. გადაწყვეტილებები, საკონსტიტუციო სასამართლოსი იქნება, სააპელაციოსი თუ ნებისმიერი სასამართლოს სჭრიდებათ მყისიერად და იმ დროის ვადებში, სანამ ადამიანი ცოცხალია. საქმე იმაშია, რომ რეჟიმს მარტო სააკაშვილი და ბოკერია კი არ ქმნიდა, თქვენნაირი ხალხიც ქმნიდა. ჟურნალისტებიც ქმნნიდნენ სხვათა შორის, ხმას რომ არ იღებდნენ და დღესაც ფარული სიმპათიები რომ აქვთ ამ ბოკერიების და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და რომ ვერ მალავენ“, - განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს, რომ მოსამართლეების ახალი კლასი აღზარდოს.

„მხოლოდ იმიტომ მოვედი ამ სხდომაზე, რომ ჩემი მოსაზრება საზოგადოებისთვის და ჩემი კოლეგებისთვის გამეზირებინა. არ გიჭერთ მხარს და არც ამ სიას დავუჭერ მხარს, რადგან არ იმსახურებთ. არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებთ ნდობას. სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს, რომ ახალი კლასი აღზარდოს მოსამართლეების“, - აღნიშნა ინაშვილმა და სხდომათა დარბაზი დატოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა