თბილისის ოთხ ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაწყება კვლავ გადაიწევს

თბილისის 4 ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაწყება კვლავ გადაიწევს. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების უმეტეს ნაწილში სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს დაიწყო, თუმცა, რამდენიმე ბაღში სწავლის დაწყება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სარებილიტაციო სამუშაოების გამო ოქტომბრამდე გადადო.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, თბილისის ოთხ საბავშვო ბაგა-ბაღში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება და ამ დრომდე მიმდინარეობს ავარიული შენობების გამაგრება-რეკონსტრუქცია, ასევე სარემონტო სამუშაოები.

"მე-12 ბაღის შენობა, რომელიც იყო უმძიმეს მდგომარეობაში სრულად გარემონტდა და სააღმზრდელო პროცესი 15 ოქტომბერს განახლდება. 144-ე ბაგა-ბაღში შენობის სრული გამაგრება-რეკონსტრუქცია, ეზოს კეთილმოწყობა და შიდა რემონტი მიმდინარეობს, დაწესებულება აღსაზრდელების მისაღებად 28 ოქტომბერს იქნება მზად. რაც შეეხება 126-ე ბაგა-ბაღს, იქაც სარემონტო სამუშაოებია და პირველ ნოემბერს იგეგმება სწავლის დაწყება. კიდევ ერთ, მე-200 ბაგა-ბაღთან დაკავშირებით კი, რომელზეც ერთ-ერთმა მშობელმა უკმაყოფილება სოციალურ ქსელში გამოთქვა, ამ ბაღში აუცილებელი გახდა ავარიული კედლების გამაგრება. გუდიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, შენობის მდგომარეობა რეკონსტრუქციის პროცესში კიდევ უფრო გართულდა, შესაბამისად, საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების ჩატარება. სააღმზრდელო პროცესის განახლება მე-200 ბაღში იგეგმება 11 ნოემბერს.

აქვე დავძენთ, რომ სააგენტო ითვალისწინებს მშობელთა მდგომარეობას და სთავაზობს მათ აღსაზრდელების რეგისტრაციას დროებით, ახლომდებარე ბაღებში", - აცხადებენ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა