1-ლი ნოემბრიდან "მასწავლებლის ეროვნული სკოლა" დაიწყებს ფუნქციონირებას

1-ლი ნოემბრიდან "მასწავლებლის ეროვნული სკოლა" დაიწყებს ფუნქციონირებას. როგორც ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განუცხადა, სკოლა ხელს შეუწყობს როგორც ახალი, ასევე პრაქტიკოსი მასწავლებლების მომზადებასა და გადამზადებას, რათა მათ მომავალში კვალიფიკაციის ამაღლება და კომპეტენციის დადასტურება მარტივად შეძლონ.

"ეს ახალი პროგრამა დაეხმარება როგორც ახალ პედაგოგობის მსურველებს, ასევე არსებულ პედაგოგებს, რაც შეიძლება წარმატებით ჩააბარონ გამოცდები და შესაბამისად, გაიმუჯობესონ პირობები,"-განაცხადა მინისტრმა.

"მასწავლებლის ეროვნული სკოლის" მომზადება-გადამზადების ახალი პროგრამა ორთვიანი იქნება. მსურველების რეგისტრაცია კი მასწავლების პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ხვალიდან იქნება შესაძლებელი. მომზადების პროგრამა ყველა რაიონში განხორციელდება, მსურველებს კი ცენტრის მასწავლებლები მოამზადებენ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძის განმარტებით, სკოლაში სწავლა მსურველებისთვის უფასო იქნება და ის სრულად დაფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან.

"ეს არის ასახული როგორც წლევანდელი რესურსის და ასევე, 2020 წლის ბიუჯეტშიც. ასევე მინდა განვმარტო, რომ პროფესიაში დარჩენა ამ პროგრამის გავლაზე არ იქნება დამოკიდებული. ეს არის უბრალოდ კვალიფიკაციის ასამაღლებელი გამოცდა. ამ პროგრამის მიზანი არის, ახალი კადრების მოზიდვა სიტემაში, განსაკუთრებით იმ საგნებში, რომელშიც ყოველთვის მასწავლებლობის პროფესია არ იყო პრესტიჟული. მიზანია, ასევე არსებული პედაგოგების მხარდაჭერა," - აღნიშნა აბულაძემ.

როგორც ჟურნალისტებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ განუცხადა, ახალი პროგრამის მიხედვით, უნდა მომზადდეს საგნობრივი ჯგუფის პედაგოგი, რათა ერთ მასწავლებელს შეეძლოს რამდენიმე საგნის სწავლება.

"საქართველოში 2083 საჯარო სკოლა და 1000 -ზე მეტი სკოლა არის 100 ბავშვზე ნაკლები კონტიგენტით. იქ საათების ძალიან ცოტა რაოდენობააა და იმისთვის, რომ მასწავლებელს გაეზარდოს ხელფასი, უნდა მოვამზადოთ საგნობრივი ჯგუფის პედაგოგი, რათა ერთ მასწავლებელს შეეძლოს რამდენიმე საგნის სწავლება. ეს არის აპრობირებული მეთოდი ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს მცირეკონტიგენტიანი სკოლები. მაგალითად, საზოგადოებრივ მეცნიერებში იყოს ერთი მასწავლებელი, ფიზიკა- მათემატიკაში მოემზადოს კიდევ ერთი, რომ მას ჰქონდეს ბევრი საათი და მიიღოს სახელფასო დანამატი," - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა