ანონსი  11 ოქტომბერი

11 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ გაიხსნება.

მის: ინოვაციების ქუჩა #7 ოქროყანა

საკონტაქტო: ლელა ტაბატაძე 599 04 05 25

11 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ორგანიზაცია "საფარის" ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებით.

მის.: გახოკიძის ქ. N11ა

11 ოქტომბერს, 10:30 სთ-ზე, გორში, უფლისციხის ტერიტორიაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი „შიდა ქართლის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმს“ გახსნიან.

საკონტაქტო ნათია ნიკოლაიშვილი 577080836

11 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“, 2019 წლის 22-23 ოქტომბერს დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნება, რომლის ფარგლებშიც ასევე დაანონსდება ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

მის.: რუსთაველის 29, სასტუმრო „ბილტმორი“.

11 ოქტომბერს, 10:30 საათზე, დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და საკრებულოს კულტურისა და სპორტის კომისიების წარმომადგენლები ქუჩის ხელოვნების ფესტივალს - „ნიკო 2019“-ს დაესწრებიან.

ფესტივალი მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით მიმდინარეობს და დედაქალაქის მასშტაბით, რვა ცენტრალური კედლის მოხატვას მოიცავს. ფესტივალი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ჰიპ-ჰოპ კონცერტით დაიხურება.

მის: ზღვის უბანი, III მიკრორაიონი, კორპუსი 50

საკონტაქტო: 593 61 66 70 თამარ საგანელიძე

11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი გამართავს ღონისძიებას თემაზე - „საპარლამენტო კონტროლი რიცხვებში“. ღონისძიებას გახსნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)

11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ტაქსების რეფორმა -გაძვირებული მგზავრობა და უკმაყოფილო მოქალაქეები. ოპოზიციის მოთხოვნა რეგულაციების შეჩერებაზე. „გირჩის“ „შმაქსები“ - რას აპირებს მერია მათ წინააღმდეგ. როგორი იქნება დედაქალაქის ტრანსპორტის გენერალური გეგმა - რა ელის მიკროვატობუსების ხაზებსა და მოძველებულ ავტოპარკს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

11 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტების პრესკონფერენცია გაიმართება. (პრესკონფერენციას დაესწრებიან 20 ივნისს საპროტესტო აქციის დაშლისას დაზარალებული ჟურნალისტებიც)

თემა: 20 ივნისს საპროტესტო აქციის დაშლისას დაზარალებული ჟურნალისტების საქმე. ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურისგან ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობას მოითხოვს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

11 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მამუკა ხაზარაძე მოძრაობა „ლელოს“ 12 წევრს წარადგენს და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. ღონისძიება ექსპო-ჯორჯიას #3 პავილიონში გაიმართება.

მის: წერეთლის გამზ. 118

საკონტაქტო თამარ კირვალიძე 577403734

11 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებთან და პრაქტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი ზეპირ მოსმენას გამართავს.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

11 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 20 ივნისს დაკავებულ აქციის მონაწილეთა ოჯახის წევრებს და ადვოკატებს შეხვდება.

მის: აღმაშენებლის 150, სახალხო დამცველის აპარატი.

საკონტაქტო: ანი თამაზაშვილი 595033232.

11 ოქტომბერს, 12:30 საათზე, „ნიუს ჰოსპიტალსის“ კლინიკაში, საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა გაიმართება.

11 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბიზნესთან სექტორული შეხვედრების ფარგლებში, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი #6; „რესპუბლიკა“

11 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს ტაქსის ფედერაციის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც მიზანად ისახავს ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნას. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ტაქსის ფედერაციასა და ნიუ იორკის ტაქსის ფედერაციას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მის: რუსთაველის 29.

საკონტაქტო: ცირა იობაშვილი, 598 544 415

11 ოქტომბერს, 15:00 საათზე „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ევროსასამართლოს მიერ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გუშინ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციას დაესწრება ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც 42-ე მუხლის ადვოკატებთან იმსჯელებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასა და საქმის დეტალებზე.

საკონტაქტო: მარიამ ჩიტიშვილი ტელ: 599 899 627

11 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

11 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ შენობაში, საქათველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: თბილისის ბინების განაწილების კომისიამ მუშაობა დაასრულა.

მის.: თამარაშვილის 15ა

საკონტაქტო პირი: მარიკა მათიაშვილი 599 18 14 74

11 ოქტომბერს, 18.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროპასა და აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრებიან მოწვეული სტუმრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები.

საკონტაქტო პირი: ნინი მეტრეველი +995 593 733 337

11 ოქტომბერს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება ვახუშტი კოტეტიშვილის წიგნის "ჩემი წუთისოფელი" განახლებული გამოცემის წარდგენა.

11 ოქტომბერს, 23:30 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილზე მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებს

საკონტაქტოა: ლანა 577158572

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა