ნობელის პრემია  ლიტერატურის დარგში  ოლგა ტოკარჩუკს და პეტერ ჰანდკეს  მიენიჭა

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ ლიტერატურის დარგში პრემია ორ წელზე გასცა. 2018 წლის პრემია გადაეცა პოლონელ მწერალს ოლგა ტოკარჩუკს ფორმულირებით „ნარატიული წარმოსახვა, რომელიც ენციკლოპედიური ჟინით წარმოადგენს საზღვრების გადაკვეთას, როგორც ცხოვრების ფორმას“.

2019 წლის პრემია კი მიენიჭა ავსტრიელ მწერალსა და დრამატურგს პეტერ ჰანდკეს „მნიშვნელოვანი ნამუშევრისთვის, რომელმაც ლინგვისტური გენიალობით გამოიკვლია ადამიანის არსებობის საზღვრები და თავისებურებები“.

ტოკარჩუკი 1962 წელს დაიბადა. ის განათლებით ფსიქოლოგია. მისი, როგორც მწერლის დებიუტი 1993 წელს შედგა წიგნით „წიგნის მოყვარულთა მოგზაურობა“.

ნამდვილ აღიარებას მიაღწია მესამე რომანით „პირველყოფილი და სხვა დროები“. გასულ წელს ტოკარჩუკმა პოლონელ მწერალთაგან პირველმა მიიღო საერთაშორისო ბუკერის პრემია რომანისთვის „მორბენალები“. ის ასევე არის სხვა ლიტერატურული პრემიების ლაურეატიც.

ჰანდკე 1942 წელს დაიბადა. მისი პირველი რომანი „ონავარი“ 1966 წელს გამოქვეყნდა. მისი ბიბლიოგრაფია შედგება რომანებისგან, ესეებისგან, დრამატული ნაწარმოებებისა და სცენარებისგან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა