რუმინეთში გამოფენა  „კულტურული ურთიერთობების 300 წელი: რუმინეთი-საქართველო“ გაიხსნა

რუმინეთში გამოფენა - „კულტურული ურთიერთობების 300 წელი: რუმინეთი-საქართველო“ გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველო-რუმინეთის ურთიერთობების 300 წლისთავთან დაკავშირებით, რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან ერთად, რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ფოტო და წიგნების გამოფენა „კულტურული ურთიერთობების 300 წელი: რუმინეთი-საქართველო“, რომელზეც წარმოდგენილი იყო ორი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ურთიერთობის ამსახველი ფოტოები და ქართლის მეფის, ვახტანგ VI -ის დროინდელ თბილისის სტამბაში დაბეჭდილი 17 უნიკალური წიგნი.

„გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, რუმინეთის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დირექტორმა ლივიუ კონსტანტინესკუმ, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა დან ნეკულაესკუმ და სხვა სტუმრებმა. გამომსვლელებმა ისაუბრეს ქართულ-რუმინული მეგობრული ურთიერთობების სამსაუკუნოვან ისტორიაზე.

თავის გამოსვლაში სახელმწიფო მდივანმა დან ნეკულაესკუმ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა და მზადყოფნა, უახლოს მომავალში ორი ქვეყნის ურთიერთობები აყვანილ იქნას სტრატეგიულ დონემდე.

ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, გამოფენის გახსნას ესწრებოდა ასამდე ვიზიტორი, მათ შორის რუმინეთის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და რუმინეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

გამოფენა ვიზიტორებისთვის ღია იქნება 24 ოქტომბრის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ VI-ის სტამბა თბილისში დაარსდა 1709 წელს და მოქმედებდა 1722 წლამდე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხსენებულ სტამბაში დაბეჭდილი წიგნების სრული კოლექცია საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოიფინა“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში