შსს - პირი, რომელმაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გასროლა განახორციელა, იდენტიფიცირებულია

პირი, რომელმაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით ისროლა, იდენტიფიცირებულია,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნული პირი აღიარებს, რომ სროლა მან განახორციელა.

უწყების ცნობით, გამოძიება მომხდართან დაკავშირებით 236-ე მუხლით მიმდინარეობს, (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

შეგახსენებთ, გუშინ გვიან ღამით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო. გასროლა აირის ხმოვანი სპორტული იარაღიდან მოხდა. ადგილზე ნაპოვნია ფუჭი ვაზნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა