გრიგოლ ლილუაშვილმა ლონდა თოლორაიასთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორთან, ლონდა თოლორაიასთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუს“ სუს-იდან აცნობეს, შეხვედრაზე ლონდა თოლორაიამ გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ესაუბრა საგამოძიებო ფუნქციის სრულფასოვნად ამუშავებისთვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები: ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შენგელი ფიცხელაური და გიგა ნიკოლეიშვილი; სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსი კობა კობიძე; სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე გიორგი გამეზარდაშვილი და სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველი დეპარტამენტის უფროსი გიორგი მინდიაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა