ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეობის კანდიდატს - ნუ გეშინიათ, სააკაშვილი ვერ დაბრუნდება, თუ დაბრუნდება, წავა „იქ“

ნუ გეშინიათ, სააკაშვილი ვერ დაბრუნდება, თუ დაბრუნდება, წავა „იქ“, - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ვლადიმერ კაკაბაძეს, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილის ეს რეპლიკა მოჰყვა ვლადიმერ კაკაბაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გასულ წლებში ქვეყანაში იყო დემოკრატია.

„როცა საუბრობდით, რომ იყო დემოკრატია ქვეყანაში, მგონი, მარტო თქვენ გგონიათ და „ნაციონალურ მოძრაობას“, სააკაშვილი რომ ამბობს დავბრუნდებიო, დაბრუნდება. ნუ გეშინიათ, სააკაშვილი ვერ დაბრუნდება, თუ დაბრუნდება წავა „იქ,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გარდა ამისა, გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, ეთანხმებოდა თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატის, შალვა თადუმაძის განცხადებას „ზონდერი“ მოსამართლეების არსებობასთან დაკავშირებით.

„შალვა თადუმაძემ მოსმენისას თქვა, რომ იმ პერიოდში, რომელსაც თქვენ უწოდეთ დემოკრატიის პერიოდი და ხანა, არსებობდნენ „ზონდერ“ მოსამართლეები. ეთანხმებით თუ არა მას?“ - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა ვლადიმერ კაკაბაძემ დასძინა, რომ ამ განცხადებას არ ეთანხმება, რადგან მისთვის დასახელებული ფაქტები არაა ცნობილი.

„მე ასე არ მიმოქმედია. სხვა თუ მოქმედებდა, ეს არაა ჩემთვის ცნობილი,“ - აღნიშნა კაკაბაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა