ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ იუსტიციის საბჭოსა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა გაიმართება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მოსამართლედ ყოფნის შემთხვევაში, ის თავს შეიკავებდა საბჭოს წევრ დიმიტრი გვრიტიშვილის იმ განცხადებისგან, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშს შეეხებოდა.

ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, კარგი იქნება, თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა გაიმართება, რათა გარკვეული საკითხები დაზუსტდეს.

„გვრიტიშვილი ბოლო პერიოდში თავს გვამახსოვრებს ასეთი ტიპის განცხადებებით. რატომღაც ყოველთვის თავის თავზე იღებს ხოლმე, რომ შეაფასოს ან ეუთოს, ან სახალხო დამცველის ან სხვების ანგარიში. ცხადია, მას ამისი უფლება აქვს, თუმცა რა ფორმატშიც ამას აკეთებს, ჩემთვის გაუგებარია. იმიტომ, რომ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები იხილება, მერე შუაში გამოდის და აკეთებს ამგვარ განცხადებებს, რაც ჩემთვის ცოტა გაუგებარია. რაც შეეხება მისი განცხადებების შინაარსს, მოსამართლე რომ ვიყო, მის ადგილზე თავს შევიკავებდი ასეთი ტიპის განცხადებებისგან. მაგალითად, მან „კლანი“ უწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. ის ფორმა, რომლითაც გააკრიტიკა სახალხო დამცველის ანგარიში, შეიძლება უნდა ყოფილიყო სხვაგვარი. ზოგადად, მომხრე ვიქნებოდი კომუნიკაციის", - აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

ამასთან, მან ისაუბრა სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილზე, რომელიც მოსამართლე გიორგი ტყავაძის განათლების ხარისხს უკავშირდება. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, საკითხის თაობაზე პასუხი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გასცეს.

„თუ გარკვეული კითხვები კვლავ დარჩა, ცხადია, სახალხო დამცველს აქვს იმისი უფლება, რომ შეკითხვები დასვას და მის შეფასებებს პრინციპში მე ვენდობი", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიში გააკრიტიკა, რომელიც უზენაესი სასამართლოს კანდიდატი მოსამართლეების შესარჩევ პროცედურას ეხება.

როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, ანგარიშში მოსამართლე გიორგი ტყავაძესთან და მისი განათლების ხარისხთან დაკავშირებით ფაქტობრივი უზუსტობაა და "საქმე გვაქვს მიზანმიმართულად მოსამართლის დისკრედიტაციასთან."

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა