ემანუელ მაკრონი - თურქეთი პასუხისმგებელი იქნება, თუ „ისლამური სახელმწიფო“ სირიაში ხალიფატს ხელახლა დაამყარებს

თურქეთი პასუხისმგებელი იქნება, თუ „ისლამური სახელმწიფო“ სირიაში ხალიფატს ხელახლა დაამყარებს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა და თურქეთს მოუწოდა, შეაჩეროს სამხედრო თავდასხმა ქურთულ ძალებზე. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თურქეთი მილიონობით ადამიანს „ჰუმანიტარული კრიზისის რისკის ქვეშ აყენებს“.

შეგახსენებთ, თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციას ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს საზღვრისპირა რეგიონების ქურთი ძალებისგან გაწმენდას ე.წ. „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას. ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიის აღნიშნული რეგიონიდან ჯარები გაიყვანა. ტრამპის ამ ნაბიჯს, ქურთებმა, რომლებიც აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლებოდნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს.

იხილეთ ვიდეო: ემანუელ მაკრონი - თურქეთი პასუხისმგებელი იქნება, თუ "ისლამური სახელმწიფო" სირიაში ხალიფატს ხელახლა დაამყარებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა