ნინო ლომჯარია - ვერ ვასწავლი ჭკუას, რა ტერმინოლოგიით უნდა ისაუბრონ იუსტიციის საბჭოს წევრებმა - მე პასუხისმგებლობას ვიღებ თითოეულ სიტყვაზე, რაც ომბუდსმენის ანგარიშშია

პასუხისმგებლობას ვიღებ თითოეულ სიტყვაზე, თითოეულ შეფასებაზე, რაც სახალხო დამცველის ანგარიშშია მოყვანილი, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაჟღერებულ კრიტიკას, რომ სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში მოსამართლე გიორგი ტყავაძის განათლების ხარისხთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციები ასახა.

ომბუდსმენი მოსამართლეებს ურჩევს, უსაფუძვლო კრიტიკის და მათთვის შეუფერებელი ლექსიკით საუბრის ნაცვლად, არგუმენტებით ისაუბრონ.

„მე ვერ ვასწავლი ჭკუას, როგორ და რა ტერმინოლოგიით უნდა ისაუბრონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, თუმცა თითოეულ სიტყვაზე, თითოეულ შეფასებაზე, რაც ამ ანგარიშშია მოყვანილი, მე ვიღებ პასუხისმგებლობას. უმჯობესი იქნება, მოსამართლისათვის შეუფერებელი ლექსიკით და ტერმინოლოგიით საუბრის ნაცვლად, ვისაუბროთ არგუმენტაციით და დავუპირისპიროთ ამ დასკვნას საკუთარი არგუმენტაცია. ეს იქნებოდა ჩემი რჩევა მათდამი", - აღნიშნა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიში გააკრიტიკა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ პროცედურას ეხება.

როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, ანგარიშში მოსამართლე გიორგი ტყავაძესთან და მისი განათლების ხარისხთან დაკავშირებით ფაქტობრივი უზუსტობაა. მისი თქმით, „საქმე გვაქვს ფაქტების მიჩქმალვასთან, ფაქტების დამახინჯებასთან და მიზანმიმართულად მოსამართლის დისკრედიტაციასთან."

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა