საშა ტერნესი - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ასეთი მიდგომით ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას

დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესგაერთიანების ყველა წევრმა გამოვთქვით შეხედულებები, თუ სად ვხედავთ გაუმჯობესების საჭიროებას და რას უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება. მინისტრი ძალიან დაინტერესდა აღნიშნულით და დაგვპირდა, რომ შეისწავლის ამ საკითხებს და შემდეგ შეხვედრებზე მათ კიდევ მივუბრუნდებით. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ასეთი მიდგომით ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, - განაცხადა გერმანიის ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ საშა ტერნესმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის ნათია თურნავას ბიზნესგაერთიანებებთან შეხვედრის შემდეგ.

„ძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრით. თუ ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ბიზნესგარემო, ეს ნამდვილად დადებითად იმოქმედებს ქვეყანასა და მის განვითარებაზე“, - განაცხადა საშა ტერნესმა.

აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს მსხვილი ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელები დაესწრნენ, სადაც იმსჯელეს არსებული ბიზნესგარემოსა და გამოწვევების შესახებ. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალში დარგობრივ ჭრილშიც გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა