„მოძრაობის თეატრში“ ბროდვეის მიუზიკლის სტილში დადგმული ქართულ-ამერიკული მიუზიკლის პრემიერა გაიმართება

12-13 ოქტომბერს, „მოძრაობის თეატრში“, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ქართულ-ამერიკული სპექტაკლის პრემიერა, „თამადა მანჰეტენზე“ გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მოძრაობის თეატრიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას გახსნის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი.

„ბროდვეის მიუზიკლის ფორმატში დადგმული სპექტაკლი მოძრაობის თეატრის და ვაშინგტონის თეატრის Company E-ს ერთობლივი ნამუშევარია, სპექტაკლს ცოცხალი მუსიკით გააფორმებს სანდრო ნიკოლაძის ბენდი, ამერიკიდან მოწვეულ ვოკალისტებთან ერთად.

ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, ვაშინგტონიდან საქართველოში მოწვეული არიან: რეჟისორი, სცენოგრაფი, ქორეოგრაფი, მუსიკოსები, ვოკალისტები, რომლებმაც მოძრაობის თეატრის დასსა და ბენდს ამერიკული გამოცდილება გაუზიარეს“, - აღნიშნულია მოძრაობის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც „მოძრაობის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძე აღნიშნავს, ამერიკულ დასთან მუშაობა მოძრაობის თეატრისთვის განსხვავებული სასცენო ოსტატობის გამოცდილების გაცნობის კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა და წარმატებული კოლაბორაცია შედგა.

„მოძრაობის თეატრისა“ და Compani E-ს ერთობლივი მუსიკალური სპექტაკლი აგებულია ამბავზე, სადაც ტრადიციების მატარებელი თამადა 60-იანი წლების ნიუ-იორკში ხვდება. ესაა სევდიანი ამბავი, თუ როგორ ცდილობს თამადა ტრადიციების შენარჩუნებას მანჰეტენის ქაოტურ ყოფაში“, - აღნიშნავს იოსებ ბაკურაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო