ანონსი 12 ოქტომბერი

12 ოქტომბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ ეროვნული სკრინინგის ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი იხსნება, რომელიც ძუძუს კიბოს რადიოლოგიურ და გენეტიკურ სკრინინგსა და მკურნალობას მიეძღვნება.

ღონისძიებას გახსნიან ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის პრეზიდენტი გიორგი ძაგნიძე.

საკონტაქტო: სოფო ქემაშვილი 595 707 222

12 ოქტომბერს, 10:00 საათიდან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები) ჩაატარებენ.

მის: დიღომი, ნ.ჯავახიშვილის ქ. N1; გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი

12 ოქტომბერს, 10.00 საათიდან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრების, დევნილი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, ფართო პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.

მის: სამტრედია, ქუთათელაძის ქ. N15; N1 საჯარო სკოლის შენობა

12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P Global Ratings“-ის მიერ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის: გორგასლის #16

12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციაციის პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას ჩაატარებს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი, რომელიც გასცემს პასუხს კითხვაზე - თუ რა გზებით მანიპულირებენ მფლობელი კომპანიები აღნიშნულ ტრანსპორტზე (ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, ავტობუსები).

მის: ბოხუას ქუჩა N4, სართული მე-4.

ტელ: 032 2048048.

საკონტაქტო პირი: ნინო აბაშიძე. ტელ: 555315142

12 ოქტომბერს, 12:00 საათიდან - 19:00 საათამდე, შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება.

საკონტაქტო: 558 151583

12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, "სამოქალაქო მოძრაობის" ინიციატივით აქცია "ლადო, დაგვიბრუნე ლადოს ბაღი" გაიმართება. ალეკო ელისაშვილი, მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ლევან იოსელიანი და სოლოლაკის მოსახლეობა მთაწმინდის მაჟორიტარს ლადო კახაძეს "ლადოს ბაღის" ხალხისთვის დაბრუნების მოთხოვნით მიმართავენ.

მის: ამაღლების 40

საკონტაქტო: 599854722

12 ოქტომბერს, 12:00 საათიდან - 18:00 საათამდე ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალი ჩატარდება.

ფესტივალის ფარგლებში ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

12 ოქტომბერს, 13:00 საათიდან, გორში, „გორის დღე 2019“-ის ფარგლებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

დღესასწაული კირიონ II - ის ქუჩიდან აიღებს სტარტს და გორის ციხემდე გაგრძელდება.

12 ოქტომბერს, 13:00 საათზე, „ქართული ღვინის ფესტივალი 2019-ის“ ფარგლებში, შარდენზე, სიონის ქუჩაზე, წიგნის „ღვინის სიყვარულით, მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ წარდგენა გაიმართება.

12 ოქტომბერს, 14.00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობა“ ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან გამართავს აქციას „ოკუპაციის სტატისტიკა - პასუხი ღარიბაშვილს“.

საკონტაქტო პირი: დავით დონერიანი +995558775574; +995577300565

12 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ორგანიზაცია ,,ერთად ერთისთვის’’ ლისის ტბაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერ კამპანია გამართავს. კამპანია სახელწოდებით ,,იკითხე ორჯერ’’ ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს მიეძღვნება.

საკონტაქტო: მაია გოგოლაძე, 557146250

12 ოქტომბერს, 17:00 საათზე, მეღვინეობა „შილდაში“ (კახეთი) საქართველოს სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი იოანე ბაგრატიონი სამეფო ღვინის ახალ ბრენდს „პრინცი იოანე ბაგრატიონს“ წარადგენს.

12 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მოძრაობის თეატრში (მუშტაიდის პარკი), ქართულ-ამერიკული სპექტაკლის პრემიერა, „თამადამანჰეტენზე“ გაიმართება.

საკონტაქტო: მარიამ ონეზაშვილი 995 599 18 07 44

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა