გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა „გორის დღე 2019“-ის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერეს

გორში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა „გორის დღე 2019“ -ის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებები 12 ოქტომბერს , 13:00 საათიდან დაიწყება. დღესასწაული კირიონ II-ის ქუჩიდან აიღებს სტარტს და გორის ციხემდე გაგრძელდება.

„დილიდანვე გოგებაშვილის ქუჩაზე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის უამრავი ატრაქციონი იმუშავებს. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაზე თქვენ შეძლებთ შეიძინოთ სოფლის მეურნეობის პროდუქტები ადგილზე დააგემოვნოთ იქვე გამოხდილი ჭაჭა, ქვევრის ღვინო, საწნახელში დაწურული მაჭარი, სახელდახელოდ გამომცხვარი ხაჭაპურები და ხაბიძგინები, ამოავლოთ ჩურჩხელები. სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ წინდების ქსოვის მასტერკლასში და კერამიკოსებთან ერთად გამოძერწოთ თქვენთვის სასურველი ჭურჭელი. 13:00 საათზე დაიწყება წერეთლის ქუჩაზე კონცერტი. დღის განმავლობაში კი მოეწყობა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები“,- ნათქვამია განცხადებაში.

"გორის დღე 2019" - ზე კუთხეებს წარმოადგენენ კასპის, ქარელის, ხაშურის, ქურთის, ერედვისა და თიღვის მუნიციპალიტეტები.

გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, კი 17:00 საათზე კონცერტი დაიწყება, რომელშიც გორის ქალთა კამერული გუნდი, ს. ცინცაძის სახელობის გორის მუსიკალური კოლეჯის გოგონათა გუნდი და ანსამბლი „გორი“ მიიღებს მონაწილეობას. გაიმართება ,,საპატიო გორელის“ წოდების მინიჭების ცერემონიაც.

19:00 საათზე, ახლადრეაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე, „გორის დღე 2019 “-ს გალა-კონცერტი დაასრულებს, ესტრადის ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით. ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო