დამსახურებულ პენსიაზე გასული რუსთაველი პედაგოგებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა

დამსახურებულ პენსიაზე გასული რუსთაველი პედაგოგებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ბერიკა შუკაკიძესა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს თამარ ხეჩიკაშვილთან ერთად, პენსიაზე გასულ ღვაწლმოსილ პედაგოგებს, მრავალწლიანი საქმიანობისა და თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დამსახურებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, თითოეულ მათგანს სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

,,მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ პედაგოგს, იმ ლამაზი დღეებისა და წლებისთვის, იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რაც მათ გასწიეს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის. ალბათ ძალიან რთული იქნება მონატრება იმ ყოველდღიურობის, რომელიც მათ გულებშია. მაქსიმალურად მინდა, რომ ეს მონატრება შევუვსოთ, არ დაიშალოს ეს საზოგადოება და ვთავაზობ მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოში, განათლების კუთხით იყვნენ მრჩევლები. ეს ჩვენთვის იქნება ძალიან დიდი პატივი. მათი გამოცდილება ქალაქს ნამდვილად წაადგება. მინდა ჩემი დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ, რადგან მასწავლებელი ჩემი იმედია, ჩემი ძალაა და არა მარტო ჩემი, არამედ ჩვენი ქალაქის, ჩვენი დიდი ოჯახის“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ 2018-2019 სასწავლო წლის საუკეთესო რუსთაველ პედაგოგად, ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 2-ე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი - მერი ჯაფარიძე დაასახელა და სპეციალური ჯილდო გადასცა.

რუსთავის საჯარო სკოლებიდან წელს, დამსახურებულ პენსიაზე 88 პედაგოგი გავიდა. ქვეყნის მასშტაბით კი, პირველ ეტაპზე, სახელმწიფოსგან ჯილდოს აღების სურვილი ექვსი ათასზე მეტმა პედაგოგმა გამოხატა. ჯილდოს სახით, მათ ორი წლის ჯამური ხელფასი უკვე მიიღეს. განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება.

ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და პედაგოგთა პროფესიული კავშირია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა