ხელისუფლების წარმომადგენლები  ლესიჭინეს, თაიას, ზუმისა და მუხურის მოსახელობას შეხვდნენ

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგა გულორდავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახელობას ლესიჭინეში, თაიაში, ზუმსა და მუხურში შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გაზიფიცირების, შიდა გზების, წყალმომარაგების და ნაპირსამაგრების პრობელემები დაასახელა. სოფლებში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ, ასევე საშეშე მერქნის მოპოვების გამარტივება მოითხოვა. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, არსებული პრობლემები ეტაპობრივად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროგრამებს, მათ ადგილობრივებს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრიორიტეტებზეც მიაწოდეს ინფორმაცია.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრებზე დასახელებული პრობლემების მოგვარების მიზნით, მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება მოხდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა