მოძრაობის თეატრში ქართულ-ამერიკული სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

12 ოქტომბერს, მოძრაობის თეატრში (მუშტაიდის პარკი), ქართულ-ამერიკული სპექტაკლის - „თამადამანჰეტენზე“ პრემიერა გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მოძრაობის თეატრიდან“ აცნობეს, ღონისძიებას გახსნის აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე, ჯულიუს ცაი.

მათივე ცნობით, ბროდვეის მიუზიკლის ფორმატშიდადგმული სპექტაკლი მოძრაობის თეატრის და ვაშინგტონის თეატრის Company E-ს ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით შედგა.

სპექტაკლს ცოცხალი მუსიკით გააფორმებს სანდრო ნიკოლაძის ბენდი, ამერიკიდან მოწვეულ ვოკალისტებთან ერთად. ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, ვაშინგტონიდან საქართველოში მოწვეული არიან: რეჟისორი, სცენოგრაფი, ქორეოგრაფი, მუსიკოსები, ვოკალისტები, რომლებმაც „მოძრაობის თეატრის“ დასსა და ბენდს ამერიკული გამოცდილება გაუზიარეს.

როგორც „მოძრაობის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძე აღნიშნავს, ამერიკულ დასთან მუშაობა „მოძრაობის თეატრისთვის“ განსხვავებული სასცენო ოსტატობის გამოცდილების გაცნობის კარგი შესაძლობა აღმოჩნდა და წარმატებული კოლაბორაცია შედგა.

„მოძრაობის თეატრის“ და Compani E-ს ერთობლივი მუსიკალური სპექტაკლი აგებულია ამბავზე, სადაც ტრადიციების მატარებელი თამადა 60-იანი წლების ნიუ იორკში ხვდება. სევდიანი ამბავი, თუ როგორ ცდილობს თამადა ტრადიციების შენარჩუნებას მანჰეტენის ქაოტურ ყოფაში“, - აღნიშნავს იოსებ ბაკურაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს