გორში „გორის დღე 2019“ აღინიშნება

დღეს გორში „გორის დღე 2019“ აღინიშნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დღეს, 13 საათიდან გორი თავისი ძველი ტრადიციებითა და კულტურით გაცოცხლდება. დღესასწაული კირიონ II - ის ქუჩიდან დაიწყება და გორის ციხემდე გაგრძელდება.

„დილიდანვე გოგებაშვილის ქუჩაზე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონი იმუშავებს. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ მოწყობილ გამოფენა - გაყიდვაზე თქვენ შეძლებთ შეიძინოთ სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ადგილზე დააგემოვნოთ იქვე გამოხდილი ჭაჭა, ქვევრის ღვინო, საწნახელში დაწურული მაჭარი, სახელდახელოდ გამომცხვარი ხაჭაპურები და ხაბიძგინები, ამოავლოთ ჩურჩხელები. სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ბებოს მიერ წინდების ქსოვის მასტერკლასში და კერამიკოსებთან ერთად გამოძერწოთ თქვენთვის სასურველი ჭურჭელი.13:00 საათზე დაიწყება წერეთლის ქუჩაზე კონცერტი. დღის განმავლობაში კი მოეწყობა კულტურილი, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები. დღესასწაულზე კუთხეებს წარმოადგენენ კასპის, ქარელის, ხაშურის, ქურთის, ერედვისა და თიღვის მუნიციპალიტეტებიც.

გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 17:00 საათზე დაიწყება კონცერტი გორის ქალთა კამერული გუნდის, ს. ცინცაძის სახელობის გორის მუსიკალური კოლეჯის გოგონათა გუნდისა და ანსამბლ „გორის“ მონაწილეობით. გაიმართება ,,საპატიო გორელის“ წოდების მინიჭების ცერემონია.

19:00 საათზე, ახლად რეაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე, „გორის დღე 2019“-ს დაასრულებს გალა - კონცერტი ესტრადის ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა