16 წლის შვედი მოსწავლის, გრეტა თუნბერგის ინიციატივას მხარდაჭერა საქართველოს ასმა სკოლამ გამოუცხადა

16 წლის შვედი მოსწავლის, გრეტა თუნბერგის ინიციატივას - „ავუმაღლოთ მსოფლიოს ცნობიერება კლიმატის დაცვის თაობაზე” - მხარდაჭერა საქართველოს ასმა სკოლამ გამოუცხადა.

გლობალურ აქციას სახელწოდებით, „პარასკევი მომავლისთვის" ქართული სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები შეუერთდნენ.

„პარასკევი მომავლისთვის“ იდეის გარშემო გაერთიანებულმა მოსწავლეებმა, კლიმატის დაცვის თემაზე შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს და ამით შეეცადნენ მსოფლიოსთვის დაენახებინათ, რომ მომავალი თაობა მხარს უჭერს 16 წლის შვედი მოსწავლის ინიციატივას.

საქართველოში „პარასკევი მომავლისთვის“ აქციის გამართვის იდეის ავტორი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის გეორაფიის ტრენერ-კონსულტანტი მაია ბლიაძე იყო. გლობალურ აქციაში „პარასკევი მომავლისთვის“ პირველიდან-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში სერვანტესის სახელობის გიმნაზია "აია-ჯესს"-ის გეოგრაფიის მასწავლებელი მარინა ხარიტონაშვილი აღნიშნავს, რომ პრობლემებმა, რომლის წინაშეც დღეს დედამიწა დგას, შეიძლება მსოფლიო დიდ კატასტროფამდე მიიყვანოს, ამიტომ მსგავს ინიციატივებში ჩართულობა ყველასათვის მნიშვნელოვანია.

„ყველა გეოგრაფს მიეწოდა სლოგანი, თუ რა აზრის ხართ გრეტას წამოწყების იდეაზე. მოგეხსენებათ, მსოფლიოში ეს უკვე ძალიან პოპულარული თემა გახდა და თუნდაც ის, რომ 16 წლის გოგონამ დაიწყო გლობალური აქცია, რომ ყველა რაღაც დონეზე ჩაერთოს და თავის წვლილი შეიტანოს მსოფლიოს გლობალური პრობლემის გადაწყვეტის თაობაზე, რა თქმა უნდა, ყველა მხარს დაუჭერდა. დღეს და ხვალ შეიძლება ვერ დავინახოთ ცვლილება, მაგრამ იმ პრობლემამ, რომლის წინაშეც რეალურად დედამიწა დგას, შეიძლება, 50 წელიწადში ძალიან დიდი კატასტროფა მოიტანოს. ასე რომ, ჩვენც გადავწყვიტეთ ამ აქციას შევუერთდეთ“, - განაცხადა სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესს“-ის გეოგრაფიის პედაგოგმა, მარინა ხარიტონაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა