ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრმა ქუთაისში მასტერკლასები გამართა

ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრმა ქუთაისში სამოქალაქო ჩართულობის ინოვაციური პროექტის „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ მასტერკლასები გამართა. პროექტის ფარგლებში მონაწილეები საზოგადოებისთვის ცნობილ ექსპერტებს შეხვდნენ, აქტუალური თემების გარშემო დისკუსიები გამართეს და დებატების წარმართვის და საჯარო გამოსვლების სიმულაციაში მიიღეს მონაწილეობა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ქუთაისში მიმდინარე მასტერკლასებს ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, ცენტრის დირექტორი ნინო კალანდაძე, პროფესორი მარიამ გერსამია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის დირექტორი გიორგი მშვენიერაძე და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

სამოქალაქო ჩართულობის პროექტი „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ხორციელდება ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში. შერჩეული მონაწილეები დაესწრებიან ლექციებსა და მასტერკლასებს შემდეგ სფეროებში: საქართველოს თანამედროვე საგარეო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები; რატომ დასავლეთი? - ღირებულებები, ვალდებულებები/პასუხისმგებლობები და ისტორიული პერსპექტივა; გლობალური, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ცვალებადი გამოწვევები; ევროკავშირი, დემოკრატიული ინსტიტუტები და მდგრადი განვითარება; კანონიერება და მართლწესრიგი - ქართული მართლმსაჯულების ამჟამინდელი მდგომარეობა და მომავალი; ეკონომიკური პოლიტიკა - როგორ წავახალისოთ სწრაფი და სოციალურად პასუხისმგებლობიანი ეკონომიკური ზრდა; მედიაფსიქოლოგია, ინფორმაციული წიგნიერება და სამოქალაქო განათლება; კულტურა და იდენტობა; დონორებთან ურთიერთობა; საჯარო გამოსვლები და დებატების ხელოვნება პროექტი კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა