ანონსი 13 ოქტომბერი

ანონსი  13 ოქტომბერი

13 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ გაიხსნება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107 აუდიტორია

13 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „თბილისი მოლში“, კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, სხვა სახელმწიფო უწყებებთან (შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატთან) და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ღონისძიებას გამართავს.

მის:„თბილისი მოლი“ - აღმაშენებლის ხეივანი.

საკონტაქტო პირი : თაკო სარიშვილი - 557 54 64 54 ​